radiosaunje.com
  • რადიო - RADIO
  • ჩვენს შესახებ - ABOUT
  • წამყვანები - LEADING
  • ახალი ამბები - NEWS
  • პარტნიორები - PARTNERS
  • ანსამბლი "საუნჯე" - ENSAMBLE "SAUNJE"
  • ფოტოები - PHOTOS
  • კონტაქტი - CONTACT
  • გადაცემები - SHOWS
       რადიო "საუნჯე" დაარსდა 2018 წლის სექტემბერში ქალაქ ნიუ იორკში, რომლის დამფუძნებელია  ნიკო ნადირაშვილი.
       რადიო  "საუნჯე" 24 საათის განმავლობაში ყოველდღე მაუწყებლობს ინტერნეტით და მისი მოსმენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.  ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რადიომაუწყებლობის ისტორიაში საზღვარგარეთიდან ეთერში გადის ქართული რადიო - რადიო «საუნჯე» ნიუ-იორკიდან!
       სიტყვა «საუნჯე»-ში მოიაზრება ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი სიმდიდრე, რომელიც ჩვენამდე მოვიდა ამა თუ იმ ტრადიციის, სიმღერის, ლეგენდის, ზღაპრის, ლექსის ,თქმულების სახით და რომელიც აისახა ქართველი კლასიკოსების მიერ სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში. სწორედ ამიტომ, იმ დიდი სპექტრიდან, რომელსაც რადიო "საუნჯე" მოგაწვდით, თქვენ მოისმენთ ძველ ქართულ მივიწყებულ სიმღერებს; ამონარიდებს ქართველი  კლასიკოსების ნაწარმოებებიდან, ლეგენდებს, თქმულებებს, წაკითხულს ჩვენი დიდი მსახიობების მიერ; აგრეთვე ნაწყვეტებს ქართული კინოფილმებიდან. თანდათან, როცა მოძლიერდება რადიო, დაემატება სხვადასხვა თემატიკებიც. იქნება აგრეთვე ინგლისურენოვანი გადაცემაც, რათა ამერიკელებმა უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა. მიკროფონთან მოწვეული იქნებიან ცნობილი პიროვნებები, იქნება ჩართვები წამყვან ქართულ რადიომაუწყებლობებთან.
       რადიო "საუნჯე"-ს გადაცემები არ შეეხება პოლიტიკას. თუმცა ამა თუ იმ  საჭირბოროტო საკითხის გაშუქებისას, შეიძლება ირიბად პოლიტიკამაც გაიჟღეროს. რადიოს იდეოლოგია აგებულია ხალხთა ურთიერთსიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე.
       «საუნჯის» მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია ხარისხიანი ინფორმაციის დროული მიწოდება მსმენელისათვის.

      ჩატვირთეთ თქვენს მობილურ ტელეფონში Radio SAUNJE-ს აპლიკაცია და გახდით მისი მუდმივი მსმენელი!


    




  • რადიო - RADIO
  • ჩვენს შესახებ - ABOUT
  • წამყვანები - LEADING
  • ახალი ამბები - NEWS
  • პარტნიორები - PARTNERS
  • ანსამბლი "საუნჯე" - ENSAMBLE "SAUNJE"
  • ფოტოები - PHOTOS
  • კონტაქტი - CONTACT
  • გადაცემები - SHOWS